საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში  4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google