საზოგადოება
რა საკითხებს ისწავლიან სამხედრო თემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები
იანვრიდან სკოლებში სამხედრო თემატიკაზე სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება. მოსწავლეებს ახალ დისციპლინას მოქმედი სამხედრო პირები წაუკითხავენ.

თემაზე განმარტება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელმაც უარყო თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია – თითქოს სკოლებში მხოლოდ აგვისტოს ომის თემატიკაზე იქნება ახალი საგანი. ლევან იზორიას განმარტებით, საჯარო სკოლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ დისციპლინას ასწავლიან და შესაძლოა, ერთ-ერთი კომპონენტი ომის თემაც იყოს.
„ჩავთვალეთ საჭიროდ, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, შეგვემუშავებინა პილოტ-პროექტის სახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა ტიპის კატასტროფებთან, შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან. აქედან გამომდინარეობს ეს ფაქტი, ეს საფრთხე თუ როგორ იქნება რეალიზებული, რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. მოზარდებთან როგორც არის ეს პედაგოგიურად მიზანშეწონილი, იმ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

იზორიას თქმით, სახელმძღვანელოს ამოცანაა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება.
„ამ სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას საქართველოში, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტი აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო ინფორმაციული კომპონენტია. ასე რომ, ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან. სახელმძღვანელო პილოტ პროექტის სახით წარდგენილი იქნება 14 საშუალო სკოლაში. ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ წაუკითხავენ და ინფორმაციას მიაწვდიან მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე“,- აღნიშნა იზორიამ.

პროექტი ჯერ საპილოტეა და ის თბილისისა და რეგიონების 14 სკოლაში განხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის
განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე
პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
14:27 / 16.02.2019
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი
მოეწყობა.
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა.
12:29 / 16.02.2019
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
17:33 / 15.02.2019
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია
(ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც
საქართველოში არ ხდება.
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც საქართველოში არ ხდება.
14:45 / 15.02.2019
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN)
კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
14:45 / 15.02.2019
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.