საზოგადოება
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თელავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო.
ფორუმზე დამსაქმებლებმა შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია თავისუფალი სამუშაო ადგილების მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროების შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 2018 წლის მანძილზე საქართველოში უკვე მე-12 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.


მიმდინარე წელს პირველი ნოემბრის მონაცემებით 1600-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 84 შეზღუდული შესაძლებლობის პირია.
| Print |
FaceBook Twitter Google