საზოგადოება
გურჯაანის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 50 000 ლარს დახარჯავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 50 000 ლარია განსაზღვრული.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, გასული წლისგან განსხვავებით სამდღიანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
„25 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე საზეიმოდ აინთება საახალწლო ნაძვის ხე. იქნებიან ანიმაციური გმირები, პატარებს დაურიგდებათ საახალწლო საჩუქრები. 30 დეკემბერს ორ საათზე „პაპას ბაღში“ საზეიმოდ გაიხსნება საახალწლო ქალაქი. მოეწყობა ბარაბანშოუ, თოჯინების თეატრი, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, თოვლის პაპა საჩუქრებით და ა.შ. გაკეთდება საახალწლო ბაზრობა, სადაც გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, სუვენირები და სხვა. დაუკრავს დიჯეი. “


მისივე თქმით 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება საღამოს რვა საათზე დაიწყება.
„იქნება საახალწლო კარნავალი, სტუმრები უნდა იყვნენ თეატრალიზებულად გამოწყობილი. კარნავალის ფარგლებში მოხდება გათამაშება. გალა კონცერტის მსვლელობისას გამოვლინდებიან საუკეთესო მოცეკვავეები, მომღერლები და ა.შ. ისინი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. 12 საათზე ყველა ერთად შევხვდებით და ვიზეიმებთ ახალ წელს. “

საღამო ფოიერვერკით დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google