საზოგადოება
ხვალ კაჭრეთში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება
ხვალ 11 საათიდან, სოფელ კაჭრეთის ამბულატორიაში გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ.


მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღონ:ქირურგის, ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, უროლოგის, პედიატრის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის კონსულტაცია. ჩაიტარონ მუცლის ღრუს და კარდიო ექოსკოპიური გამოკვლევები.

აქცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google