საზოგადოება
"მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ – ახაშნის სკოლის მოსწავლეები სოფელ ჭერემს ესტუმრნენ
სოციალური პროექტის "მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელ ჭერემს ესტუმრნენ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება, ჭერემის სკოლას კი საბავშვო წიგნები და სხვა საჩუქრები გადაეცა.

პროექტის ხელმძღვანელები არიან ახაშნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნუნუ ყაჭიური და მუსიკის მასწავლებელი ბელა სირბილაშვილი.

-„ ორივე სკოლის მოსწავეები ერთმანეთს გაეცნენ, გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ერთობლივად დაათვალიერეს სოფლის ისტორიული ადგილები. წარმოვადგინეთ მუსიკალური ნომრები, ქართული სიმღერები და ცეკვები. შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. შემიძლია გითხრათ, რომ დამშვიდობებისას ჩვენ უკვე ახლობლები ვიყავით. ვფიქრობ, ეს დღე იყო ახალი სამყაროს, ახალი ღირებულებების აღმოჩენის ტოფასი ორივე მხარისთვის.“-აღნიშნა ახაშნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნუნუ ყაჭიურმა.

| Print |
FaceBook Twitter Google