საზოგადოება
თუ მსესხებელი vali.ge-ზე თავის მონაცემებს იპოვის, დავალიანება ჩამოეწერება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლის ინფორმაციაა ატვირთული. სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.
ვებგვერდზე მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა:

მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის „მე არ ვარ რობოტი“ მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

სს „საქართველოს ბანკი“
სს „თიბისი ბანკი“
სს „ლიბერთი ბანკი“
სს „სილქ როუდ ბანკი“
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
სს „იშბანკი საქართველო“

პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები.


| Print |
FaceBook Twitter Google