საზოგადოება
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.


08:00-დან 19:00 საათამდე დედოფლის წყაროს სოფ. საბათლოს
10:00-დან 16:00 საათამდე ქ. ახმეტის ნაწილს
12:00-დან 18:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ერისიმედს
12:00-დან 14:30 საათამდე ქ. წნორს და მიმდებარე სოფლებს: ანაგას, ვაქირს, საქობოს, მაშნაარს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბისხევს.
13:00-დან 14:00 საათამდე სოფ: ილიაწმინდას, ქვ.მაღაროს, ქვ.ბოდბეს
12:00-დან 18:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ: სანავარდოს, (სანავარდოში მდებარე ტელეანძას), წიწკანაანთსერს და კუჭატანს.

სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google