საზოგადოება
16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავში მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან განაცხადა, აქციის მიზანია, ხელისუფლებას გაბრაზებული ხალხის ხმა მიაწვდინონ.
„ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იქნება თელავში. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გამოგვიყონ ადგილი და ამის მიხედვით ჩავატარებთ აქციას. ერეკლე მეორეს მოედანზე სიამოვნებით ჩავატარებდით, მაგრამ იქ დიდი ალბათობით, სპეციალური დანიშნულების რაზმი იქნება მობილიზებული", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქციაში მონაწილებას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს. რაც შეეხება სხვა ლოკაციებს, ვაშაძის თქმით, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google