საზოგადოება
თელავში დაანონსებულ აქციაზე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს
16 დეკემბერს თელავში დაანონსებულ აქციაზე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გნაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება.

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. „ევროპული საქართველო” ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე”, – განაცხადა მან.

შეგეხსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 16 დეკემბერს თელავში, ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია, ინაუგურაციის პარალელურად მშვიდობიან აქციას გამართავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ოპოზიცია /