საზოგადოება
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 91 ხმით, 2019 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა, ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა.


2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა, რომელმაც კანონმდებლებს ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხადამჭერი პროგრამების დაფინანსების თაობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 090.0 მლნ ლარით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 3 416.0 მლნ ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა - 4.5%-ს, მშპ-ს დეფლატორი - 3.5%-ს, ინფალაცია კი - 3%-ზეა გათვლილი.

| Print |
FaceBook Twitter Google