საზოგადოება
თელავში ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იმყოფებიან
თელავში ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ჩავიდნენ. ბასა და თამარ ფოცხიშვილები ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობიან.
როგორც ბასა ფოცხიშვილმა აღნიშნა, დღეს 15:00 საათზე ჯართან ერთად იგეგმება გენერალური რეპეტიცია.

“16-ში ყველაფერი მზად იქნება ინაუგურაციისთვის. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა. ცერემონია იქნება სადა და ევროპული, რადგან ეს არის ფაქიზი ადგილი და ისე გაკეთდება ყველაფერი, რომ ამ ტერიტორიასთან შესაბამისობაში იყოს. “- განაცხადა ფოცხიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google