საზოგადოება
თელავის აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გურჯაანიდანაც შეუერთდებიან
16 დეკემბერს თელავში გამართულ საპროტესტო აქციას, „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდება. თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის თქმით, აქცია ინაუგურაციის პარალელურად დაიწყება.

„მივდივართ თელავში პროტესტის გამოსახატავად, ამის უფლებას გვაძლევს კონსტიტუცია. ყველა ნორმის დაცვით ვაპირებთ გავაპროტესტოთ ის შედეგი, რომელიც 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დადგა. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ ყოველ წელიწადს დაგვაბრალონ გადატრიალება, რევოლუცია , ვაპირებთ მშვიდობიანი გზით დავანახოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ეს ქალბატონი არ გამოხატავს ამ ქვეყნის უმრავლესობის ნებას. მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, აქციას ჩავატარებთ ზუსტად იქ, სადაც დავაანონსეთ. ყოველ შემთხვევაში, გვექნება მცდელობა ჩვენი ხმა გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს. თუ ვინმეს ქვეყანაში დარჩა იმის განცდა, რომ ხელისუფლებამ უღირსი გადაწყვეტილება მიიღო, ეს ხალხი ჩვენს გვერდით დადგება.“

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, თელავში მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google