საზოგადოება
თელავში ინაუგურაციისთვის მოწყობილი სცენისა და ტრიბუნების დემონტაჟი მიმდინარეობს
თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე სცენის და ტრიბუნების დემონტაჟი მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქს გვიან ღამემდე ასუფთავებდნენ.
"ინაუგურაციის შემდეგ ქალაქის ჩვეულ რიტს დაუბრუნდა. მცირე დროში დასუფთავდა ქუჩები, ახლა ვხსნით სახელმწიფო დროშებს. ვფიქრობ, რომ საღამოს ყველა სამუშაო დასრულებული იქნება და ხვალიდან სახალწლო მზადებას დავიწყებთ."- განაცხადა მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google