საზოგადოება
აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს - ლომჯარია
“ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

-" ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის იმას, თუ როგორც შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძე გურჯაანში გუშინ დააკავეს.

შეგახსენებთ, გუშინ დაკავებამდე დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელები იყვენენ მობილიზებული, გამოძიება  საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google