საზოგადოება
დათო აგრძელებს ბრძოლას საპყრობილედან - თინა ბოკუჩავა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამაც მიმართა.
-"ჩვენ არ გავჩერდებით, ეს ბრძოლა მივა ბოლომდე. დღეს ჩვენი მოტივაცია და ბრძოლის ჟინი მხოლოდ გაასმაგდა. მინდოდა, თქვენთვის გამეზიარებინა დათოს განწყობა, რაც ჩვენ ამ ცირკში ვიხილეთ. მისი განწყობაა ის, რომ ბრძოლა შეიძლება ბევრი ფორმით და ნებისმიერი ადგილიდან. ის აგრძლეებს ბრძოლას საპყრობილედან, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გამოკეტა. ჩვენ გავაგრძლებთ ბრძოლას ყველგან, მანამ სანამ არ გაიმარჯვებს ქართველი ხალხის არჩევანი და ბიძინა ივანიშვილი არ წავა პოლიტიკურ სანაგვეზე."- განაცხადა ბოკუჩავამ.
| Print |
FaceBook Twitter Google