საზოგადოება
უფრო შემტევები და მობილიზებულები ვართ - გიორგი ვაშაძე
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქცია დასრულდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარტია სამომავლო გეგმებს დასახავს და მხარდამჭერებსაც გააცნობს.

-"აქ, გურჯაანში გაჩერებას აზრი არ აქვს. სამოქმედო გეგმას შევადგენთ, კონტაქტი გვექნება და ამის შესახებ სოციალური ქსელებით თუ ტელევიზიიდან გაიგებთ. ვაორმაგებთ ჩვენს აქტივობას, უფრო შემტევები და მობილიზებულბულები ვართ. ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ, რომ "ქართულ ოცნებას" თავისუფლად მანევრირებაში ხელი შევუშალოთ. როგორ და რანაირად, აუცილებლად შეგატყობინებთ."-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google