საზოგადოება
გურჯაანის რაიონული სასამართლო კირკიტაძის საქმეზე განმარტებას აკეთებს
გურჯაანის რაიონული სასამართლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ" დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განმარტებას აკეთებს.
-"საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს, ქ. თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, ამავე დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი, რომლითაც ისინი ყვარლის გავლით შეძლებდნენ თელავში ჩასვლას. მიუხედავად ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებისა, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც სურდათ თელავის მიმართულებით გადაადგილება, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. იმავე დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, პოლიციის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კ. თავს დაესხა საავტომობილო გზაზე ავტობუსში მყოფ შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორს, რომელსაც მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური , ისე ფაქტობრივი საფუძვლები.
კერძოდ, ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, ამჟამად კი ბრალად ედება განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს პატიმრობას. ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თავიდან არიდების გამო, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა."-ნათქვამია განცხადებაში.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული
შეღავათებით საქართველოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით საქართველოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
17:30 / 28.02.2020
პირველი მარტიდან გურჯაანის რეაბილიტაციის შემდეგ „გლეხური ბაზარი“
ფუნქციონირებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა.
პირველი მარტიდან გურჯაანის რეაბილიტაციის შემდეგ „გლეხური ბაზარი“ ფუნქციონირებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა.
14:50 / 28.02.2020
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ
ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
14:32 / 28.02.2020
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “
იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების
ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ
აპირებენ.
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “ იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ.
15:26 / 27.02.2020
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით,
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
16:34 / 26.02.2020
სხვა ამბები
ორშაბათიდან სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარული ბაზარი განახლებულ გარემოში მიიღებს მომხმარებლებს.
16:13 / 28-02-2020
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28-02-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27-02-2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27-02-2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0686
USD
USD
1
2.8042
GBP
GBP
1
3.6110
TRY
TRY
1
0.4545
RUB
RUB
100
4.2697
ამინდი
გურჯაანი 5 / 20 °C
img
საგარეჯო 3 / 19 °C
img
დ.წყარო 4 / 16 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 18 °C
img
ყვარელი 5 / 20 °C
img
თელავი 4 / 20 °C
img
ახმეტა 3 / 20 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.