საზოგადოება
ველისციხის ინცინდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული
ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის შვილმა დავით მირიანაშვილმა განაცხადა.
ის კახეთის პოლიცის დეპარტამენტთან იმყოფება.

"მეორედ ვარ აქ და დედაჩემი ჯერ ვერ ვნახე. დღეს ვითომ ბრალი უნდა წაუყენონ, მაგრამ პოლიციაში მითხრეს, რომ ცუდად იყო და სავადმყოფოში გადავიყვანეთო. ვანახე კადრები და ნამდვილად დააშავა, თუმცა ზიანი არ მიუყენებია მანქანისთვის. ის მშვიდობიანად გადაადგილებას ითხოვდა. ადვოკატიც არ გვყავს, არ გვაქვს საშუალება. მხოლოდ დედა მყავს და ვითხოვ მის გათავისუფლებას."- აცხადებს დავით მირიანაშვილი.

ქეთევან მირიანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



| Print |
FaceBook Twitter Google