საზოგადოება
საგარეჯოს მერია საახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტს 600 ოჯახს გადასცემს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, 600 ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს. როგორც speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, აღნიშნულისთვის 11 400 ლარია გათვალისწინებული.
მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და სათნოების სახლის ბენეფიციარები.

სასაჩუქრე პაკეტებში მოთავსებული იქნება შემდეგი პროდუქტი: ქათამი, ზეთი, ბრინჯი, შესქელებული რძე, შოკოლადი, ნამცხვარი , შაქარი და ფქვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google