საზოგადოება
გურჯაანის მერიის საჩუქარი მანსანკანში გამარჯვებულ მეოთხე საჯარო სკოლის გუნდს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მანსანკანში გამარჯვებულ მეოთხე საჯარო სკოლის გუნდს საჩუქარი გაუკეთა და აზერბაიჯანში მათი სამდღიანი ვიზიტი დააფინანსა.
-"მანსანკანში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა. საბოლოოდ, ფინალში გამარჯვება მეოთხე საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. მერიამ ისინი ბაქოს ტურით დააჯილდოვა. 10-მა ბავშვბა მიიღო აღნიშნული საჩუქარი, მათ სამი დღის განმავლობაში მოინახულეს ღირსშესანიშნაობები. მიმდინარე წელს მანსანაკი პირველად, სატესტო რეჟიმში ჩატარდა. მომავალ წელს უფრო გრანდიოზულ ღონისძებას ვგეგმავთ."-აღნიშნა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთუნა ჯადუგიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google