საზოგადოება
ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიას მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.
თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.
| Print |
FaceBook Twitter Google