საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 დეკემბერს საქართველოში  დროგამოშვებით ნალექი და ქარია მოსალოდნელი.


26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.  25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google