საზოგადოება
მზრუნველთა კალათები გურჯაანის მთავარ ნაძვის ხესთან
დღეს გურჯაანში თამარ მეფის ქუჩაზე მთავარი ნაძვის ხე აინთება. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, ღონისძიება შვიდ საათზე დაიწყება.

„პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმაციური გმირები, სანტაკლაუსი მათ დაურიგებს საჩუქრებს. ნაძვის ხესთან განთავსებულია მზრუნველთა სამი კალათა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიტანოს მისთვის სასურველი ნივთი ან სურსათი და განათავსოს იქ. კალათების იდეა მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეს ეკუთვნის და ჩვენც მენეჯმენტის კუთხით ჩავერთეთ. “

მისივე თქმით, კალათებში მოგროვილი საჩუქრების გადაცემა ხვალ ორი საათისთვის იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდება.

| Print |
FaceBook Twitter Google