საზოგადოება
გურჯაანის მერია გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათს დაურიგებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და შშმ პირებს საახალწლო საჩუქრების პაკეტს გადასცემს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ამისთვის 6000 ლარია განსაზღვრული.
„პაკეტები დაურიგდება 200 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სოფლების მიხედვით. საჩუქრებს მიიღებენ „ხელი ხელს“ და „ლაიფ ლაინის“ შშმ პირებიც, ასევე ჯიმითში მცხოვრები ასი წლის მოხუცი. “

პრესსამსახურის ინფორმაციით, საახალწლო ნობათს 30 დეკემბერს მუნიციპალიტეტის მერი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, რამდენიმე ოჯახს გადასცემს, ხოლო სოფლებში საჩუქრებს მერის წარმომადგენლები დაარიგებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google