საზოგადოება
გურჯაანის მერიაში ცხრა პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ცხრა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადდა .


ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის ხატია ზაკალაშვილის განმარტებით, თავისუფალია 4 სოფელში მერის წარმომადგენლის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, ინფრასტრუქტურის სამსახურში ორი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის და შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტორის განყოფილების სპეციალისტის ადგილები.

„მერიაში გამოცხადდა კონკურსი. ოთხ სოფელში: ვეჯინში, კარდენახში, სოფელ გურჯაანში და კალაურში თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც წარმომადგენლებმა პირადი განცხადებით დატოვეს თავიანთი პოზიციები. ასევე გამოცხადებული გვაქვს დახურული კონკურსი ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, სადაც ყველა საჯარო მოხელეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის ხელშეკრულებით მომუშავე პირებსაც.“

მისივე თქმით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. განცხადების შეტანის ბოლო ვადა სამი იანვარია.

| Print |
FaceBook Twitter Google