საზოგადოება
თელავში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 103 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცა
თელავში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ 103 ოჯახს ბინები საუკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.
ადგილობრივებს ბინების დაკანონება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა მიულოცეს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება.

ცნობისთვის, 2016 წლიდან, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის - ირაკლი სესიაშვილის და თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მოხდა აღნიშნული ბინების აზომვა და რეგისტრაცია. ამის შემდეგ კი უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
| Print |
FaceBook Twitter Google