საზოგადოება
ვის მოუწევს მართვის მოწმობის შეცვლა პირველ მარტამდე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები, პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს.


აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
უწყების ინფორმაციით, ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.
მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, ჭანდრის და ძირკოკის მოსახლეობასთან შედგა.
13:37 / 17.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიღომში მომხდარ
აფეთქებასთან დაკავშირებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
11:00 / 17.01.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების
თანამშრომლებს თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ.
15:45 / 16.01.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამსახურებში საკადრო
ცვლილებები გახორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს სუს-ის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამსახურებში საკადრო ცვლილებები გახორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს სუს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
11:06 / 16.01.2019
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სამშენებლო პროდუქტების
ხარისხი გაკონტროლდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სამშენებლო პროდუქტების ხარისხი გაკონტროლდება.
14:46 / 15.01.2019
სხვა ამბები
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
17:44 / 11-01-2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11-01-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.
17:05 / 10-01-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა.
15:39 / 09-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.