საზოგადოება
გურჯაანში „აზდაკის ბაღი“ პრემიერას გამართავს.
გურჯაანის მერიის ინიციატივით, 14 იანვარს 17:00 საათზე, თოჯინების თეტრის დარბაზში ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ პრემიერას გამართავს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები.
„14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. გადავწყვიტეთ საჩუქარი გავუკეთოთ შშმ პირებს. ამ დღეს „აზდაკის ბაღი“ გამართავს სპექტაკლს „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“. აქ მაყურებელი იხილავს ყველა ზღაპრის გმირს: ფერიებს, კომბლეს, ნაცარქექიას, ყინულის დედოფალს, კალსონსა და ფრეკენ ბოკს, ბოროტ დედინაცვალს, წითელქუდას, მგელს და სხვა.“

მისივე თქმით, სპექტაკლი უფასოა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

| Print |
FaceBook Twitter Google