საზოგადოება
სააღმზრდელო პროცესი კახეთის ყველა საბავშვო ბაღში გადაიდო
კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღში სააღმზრდელო პროცესი 14 იანვრის ნაცვლად 21 იანვარს განახლდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,  არდადეგები გრიპის ვირუსის გამო გახანგრძლივდა.
"საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია.  კონსულტაციები გვქონდა მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.  იმის მიუხედავად,რომ ამ დროისთვის  ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, ბაგა- ბაღების გაერთიანებებს გაეწია რეკომენდაცია, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. დღეს უკვე ცნობილია ყველა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, რომ პრევენციის მიზნით,  სწავლის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდო."- აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google