საზოგადოება
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ზიარში მოჭრილი ხე-ტყე ყვარელში დასაწყობდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში მოჭრილი ხე-ტყე ყვარელში დასაწყობდება, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გადანაწილდება.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სწორად ფუნქციონირებისთვის, ხეების მოჭრაზე და გადაზიდვაზე ტენდერი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაცხადა.

„ზაფხულის პერიოდში ეროვნულ სატყეო სააგენტოს წერილობით მომართა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ. ზიარში, მაგ ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. სწორი ფუნქციონირებისთვის ჭრები ხორციელდება 20 მეტრის რადიუსში, როგორც გზის მარჯვნივ, ასევე მარცხვნივ. კახეთის სატყეო სამსახურის წარმოამდგენლები პირადად ვიმყოფებოდით ზიარში, შევისწავლეთ ტერიტორია, მოინიშნა, რა რადიუსში უნდა მოიჭრას ხეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონის სრული დაცვით ახორციელებს. არსებობს მთავრობის შესაბამისი ბრძანება, რათა სწორად იფუნქციონიროს ელექტროსისტემამ. ამ მაღალი ძაბვის ხაზებით მარაგდება მთელი კახეთი, ამიტომ გახდა საჭირო ხეების მოჭრა. დღემდე ვაკონტროლებთ აღნიშნულ ტერიტორიას და ვადევნებთ თვალ-ყურს. მოჭრილი ხე-ტყე საწყობდება ყვარელში. ჭრები სოციალური სახეობისაა და შეშა ძირითადად მოხმარდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, საბიუჯეტო ორგანიზაციებს: ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, და. აშ.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან კახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა გელა კომლაძემ.

ხეების მოჭრასა და ტრანსპორტირებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს "ბათუმის ბიზნეს აკადემია“ ახორციელებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე გურჯაანის
კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი
მეორე ადგილი აიღეს.
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:59 / 25.06.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური
ვიზიტით სლოვაკეთში, პოვოჟსკა-ბისტრიცაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის
წინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში, პოვოჟსკა-ბისტრიცაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
16:13 / 24.06.2019
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში,
სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის
ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება
გაიმართება.
ხვალ 14:00 საათზე ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის - “Vejini Life Science” -ის ფარგლებში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართება.
14:58 / 24.06.2019
გურჯაანის კულტურის ცენტრში ღონისძიება „მხიარული არდადაგები“
გაიმართა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და
ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
გურჯაანის კულტურის ცენტრში ღონისძიება „მხიარული არდადაგები“ გაიმართა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
13:09 / 24.06.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა
ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
11:49 / 24.06.2019
სხვა ამბები
23 ივნისს თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე თელავის კიკბოქსიორთა კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
15:35 / 24-06-2019
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
23:31 / 21-06-2019
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.