საზოგადოება
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ზიარში მოჭრილი ხე-ტყე ყვარელში დასაწყობდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში მოჭრილი ხე-ტყე ყვარელში დასაწყობდება, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გადანაწილდება.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სწორად ფუნქციონირებისთვის, ხეების მოჭრაზე და გადაზიდვაზე ტენდერი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაცხადა.

„ზაფხულის პერიოდში ეროვნულ სატყეო სააგენტოს წერილობით მომართა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ. ზიარში, მაგ ტერიტორიაზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. სწორი ფუნქციონირებისთვის ჭრები ხორციელდება 20 მეტრის რადიუსში, როგორც გზის მარჯვნივ, ასევე მარცხვნივ. კახეთის სატყეო სამსახურის წარმოამდგენლები პირადად ვიმყოფებოდით ზიარში, შევისწავლეთ ტერიტორია, მოინიშნა, რა რადიუსში უნდა მოიჭრას ხეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონის სრული დაცვით ახორციელებს. არსებობს მთავრობის შესაბამისი ბრძანება, რათა სწორად იფუნქციონიროს ელექტროსისტემამ. ამ მაღალი ძაბვის ხაზებით მარაგდება მთელი კახეთი, ამიტომ გახდა საჭირო ხეების მოჭრა. დღემდე ვაკონტროლებთ აღნიშნულ ტერიტორიას და ვადევნებთ თვალ-ყურს. მოჭრილი ხე-ტყე საწყობდება ყვარელში. ჭრები სოციალური სახეობისაა და შეშა ძირითადად მოხმარდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, საბიუჯეტო ორგანიზაციებს: ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, და. აშ.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან კახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა გელა კომლაძემ.

ხეების მოჭრასა და ტრანსპორტირებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს "ბათუმის ბიზნეს აკადემია“ ახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google