საზოგადოება
გურჯაანის მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე საბუთების მიღება დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ ცხრა ვაკანსიაზე საბუთების მიღება უკვე დასრულდა.

როგორც მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტმა ხატია ზაკალაშვილმა განაცხადა, 39 აპლიკანტიდან შემდეგ ეტაპზე 29 მათგანი გადავიდა.
„ამ ეტაპზე დასრულებულია განაცხადების ატვირთვა. მომდევნო ეტაპი 23 იანვარს არის ჩანიშნული, სადაც იქნება ზეპირი დავალება და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეებს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების ცოდნა მოეკითხებათ. კომისია მოისმენს, განიხილავს და გადაწყვეტილებს ისე მიიღებს.“

შეგახსენებთ, რომ ვაკანტურია: ოთხ სოფელში მერის წარმომადგენლის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, ინფრასტრუქტურის სამსახურშო ორი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებისა და შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტორის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობები.

| Print |
FaceBook Twitter Google