საზოგადოება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 260 00 ლარია გამოყოფილი
რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 260 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.
„200 მოსახლემდე სოფლისთვის განსაზღვრულია 5000 ლარი, 200-დან 400-მდე- 6000 ლარი, 400-დან 1000 მოსახლემდე - 8000 ლარი, 1000-ის ზევით კი - 10 000 ლარი. თანხები მოხმარდება პატარ-პატარა პროექტების განხორციელებას, მაგალითად სასაფლაოს შემოღობვას, ერთი კონკრეტული უბნის გარე განათების მოწყობას, სავარგულებში მისასველილი გზის მოხრეშვას და ა.შ. პირველ ეტაპზე ჩატარდება სოფლის კრებები, სადაც მოსახლეობა თავისი სურვილით განსაზღვრავს პრიორიტეტებს. პრიორიტეტების დადგენას და ხარჯთაღრიცხვის შედგენას მოსდევს ხელშეკრულებების გაფორმება, რაც პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. აპრილის მეორე ნახევრიდან კი უკვე სამუშაოები დაიწყება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო, პროგრამა 2016 წელს გაუქმდა და მისი აღდგენის გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ წელს მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google