საზოგადოება
სუს-ის კახეთის რეგიონულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ სამსახურებში საკადრო ცვლილებები გახორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს სუს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.

დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google