საზოგადოება
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.


განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
17 იანვარს არ გაიმართება არც საქართველოს მთავრობის სხდომა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.
დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

| Print |
FaceBook Twitter Google