საზოგადოება
გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეხვედრები დაიწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, ჭანდრის და ძირკოკის მოსახლეობასთან შედგა.

არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად: გარე განათების მოწყობა, წყლის სათავე-ნაგებობის გაწმენდა და სკვერის მოწყობა დაასახელეს.

„გუშინ დავიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს თანხა. ვიყავით სოფელ გურჯაანში, ჭანდარში, ვეჯინსა და ძირკოკში. თითოეულ სოფელზე ათი ათასი ლარია გამოყოფილი. ძირითად პრიორიტეტებად, თანხიდან გამომდინარე, იკვეთება გარე განათება. სოფელ ძირკოკში სასაფლაოების შემოღობვა სურთ და ეს მათი არჩევანია. ჩვენ გვაქვს ნებართვა, რომ პირდაპირი ხელშეკრულებები დაიდოს ამ კუთხით. 10 ათასი ლარი საშუალო თანხაა, ზოგან შეიძლება მეტი მოუწიოს, ზოგან - ნაკლები. სოფელ გურჯაანში პრიორიტეტად სკვერის გაკეთებაც დაასახელეს, მაგრამ ხმათა უმრავლესობით ისევ გარე განათების მოწყობა გადაწყდა. “

სმისივე თქმით, სოფლებში შეხვედრები თვის ბოლომდე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google