საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია გადაადგილება.
თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები დილის ექვსი საათიდან მიმდინარეობდა.

"დილის ექვსი საათიდან გამოსულები ვართ, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის თოვლის საფარისგან წმენდა. დავყარეთ ტექნიკური მარილი, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ამ დროისთვის ყველაფერი წესრიგშია. შეზღუდვები უკვე მოხსნილია და ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან,"- აღნიშნა თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გომბორი /