საზოგადოება
კახეთმა „სუფთა რეგიონის“ წოდება მოიპოვა
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.


კონკურსი „სუფთა რეგიონი“ უკვე მესამედ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს“, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
2018 წლის კონკურსის დანარჩენი ნომინაციების გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი;
ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭორვილა;
ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქუთაისი);
ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – 3 პირველი ადგილი: ნომინაცია „კერძო სახლის ლამაზი ეზო“ – აკაკი გედენიძე (ხონის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია „კორპუსის ეზო“ – ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია „იურიდიული პირის ეზო“ – ღვინის კომპანია GWS (თელავი).


კომისიის გადაწყვეტილებით წამახალისებელი სიგელები გადაეცათ: ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს; ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩბას; ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ – რამაზ კიკვაძეს (წყალტუბო) და ნონა ომარაშვილს (მცხეთა).

კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცათ: ქობულეთის მერიას პლაჟის საუკეთესო დასუფთავებისთვის; ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს, კახა ბუხრაძეს და გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეაგირების განყოფილების უფროსს დავით ასლამაზიშვილს.
ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები, ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ჯილდო /