საზოგადოება
გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალა
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებშია დაშვებული. აქედან გამომდინარე გურჯაანის მერიასთან შეთანხმებით გარემოვაჭრეებს უფლება ჰქონდათ თავიანთი პროდუქტი წინასაახალწლოდა გაეყიდათ. გუშინ მივეცით უკვე მათ გაფრთხილება. თუ ისინი არ დაემორჩილებიან მათზე შესაბამისი სანქციები განხორციელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ ალტერნატიულ ფართს ბაზარში ვთავაზობთ.“

მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ ჯარიმას საპატრულო პოლიცია დაუწერთ.



| Print |
FaceBook Twitter Google