საზოგადოება
გურჯაანის სასამართლოში ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეს იხილავს.
სასამართლო სხდომა დაახლოებით სამი საათია მიმდინარეობს. 

გამოძიება მელიას და ვაშაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.



| Print |
FaceBook Twitter Google