საზოგადოება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაიზარდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.


როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას პრიორიტეტების დამატების შესაძლებლობა უჩნდება.
„დაახლოებით ათ სოფელში უკვე შევხვდით მოსახლეობას. გუშინ გუბერნიაში შევიტყვეთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ თანხები გაორმაგდა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გადადგმული სწორი ნაბიჯი. ფული ეკუთვნის ხალხს და მათი განსაკარგია რა უნდა გაკეთდეს. რადგან თანხა გაორმაგდა, მათ კიდევ შეუძლიათ პრიორიტეტების დამატება.“

მისივე თქმით, თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ირიცხება.

| Print |
FaceBook Twitter Google