საზოგადოება
გურჯაანის ბიუჯეტში საეთერო დროის შესყიდვისთვის 15 ათასი ლარი განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია საეთერო დროის შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს. ეს საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის უკმაყოფილება მოჰყვა.


როგორც თემურ ბუწაშვილმა აღნიშნა, თანხა, რომელიც ამისთვის განისაზღვრა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად უფრო საჭიროა.
„მერიამ 15 ათასი ლარით, გურჯაანის ტელევიზიის დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა. მე როგორც არჩეულ დეპუტატს მქონდა კითხვა, რაში სჭირდება ტელევიზიას კონკრეტულად ეს თანხა, მაგრამ ვერავის მხრიდან ვერ მივიღე პასუხი. იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტი შეიძლებოდა თანხა სოციალურ პაკეტს დამატებოდა, დავხმარებოდით მრავალშვილიან ოჯახებს და პენსიონერებს. საკრებულოს წევრებმა უაპელაციოდ გამოავლინეს მონური მორჩილება და მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც არგუმენტირებულად არანაირად არ იყო დასაბუთებული. როგორც საქართველოს მოაქლაქე, ტელევიზიის შეუფერხებლად მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მოვკიდოთ ხალხის ფულს ხელი. მმართველი უმრავლესობა არცერთ ჩემს არგუმენტზე არ რეაგირებს. ხელის გადაგრეხვის პრინციპით ცდილობენ მოაგროვონ საკმარისი ხმები იმიტომ, რომ აკეთონ ის, რაც აქვთ დავალებული. “


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, საეთერო დროის შესყიდვა, მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებისთვის არის საჭირო.
„ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უფრო ინფორმირებული გავხადოთ. საეთერო დროის შეძენა იმისთვის გვჭირდება, რომ კვირაში ერთხელ არა მარტო მე გავაკეთო პრეზენტაცია, არამედ ის დაეთმოს: ჩემს მოადგილეებს, კულტურის, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს და ა.შ. გვსურს მოსახლეობას იმაზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ, რათა გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობთ. ადრეც გვეთმობოდა საეთერო დრო, მაგრამ ეს იყო მათი კეთილი ნების გამოხატულება. ამჯერად ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა.“

მისივე თქმით, ტელევიზია მანამდესაც ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუმცა კონკრეტული თანხა საეთერო დროისთვისაა საჭირო.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  დღის ბოლოდან 4
ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
18:03 / 02.06.2020
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის
მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა.
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა.
17:51 / 02.06.2020
შაბათს, 6 ივნისს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას
განაახლებს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით,
ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
შაბათს, 6 ივნისს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
16:58 / 02.06.2020
დღეს დილით გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებმა ძაღლი
შენიშნეს, რომელსაც საყურე ნიშანი არ ჰქონდა, პირიდან ქაფი სდიოდა და
მოძრაობაც უჭირდა.
დღეს დილით გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებმა ძაღლი შენიშნეს, რომელსაც საყურე ნიშანი არ ჰქონდა, პირიდან ქაფი სდიოდა და მოძრაობაც უჭირდა.
14:27 / 02.06.2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია
უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის
უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით სამშენებლო კომპანიებთან
ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
13:39 / 02.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4626
USD
USD
1
3.1172
GBP
GBP
1
3.8613
TRY
TRY
1
0.4572
RUB
RUB
100
4.4772
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 31 °C
img
სიღნაღი 16 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.