საზოგადოება
საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. რაც შეეხება თბილისს, აქაც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google