საზოგადოება
ნადიკვარის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თელავში ნადიკვარის პარკში, უახლოეს პერიოდში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.


თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. იგეგმება სცენის რეაბილიტაცია. მის მიმდებარედ მოეწყობა გასახდელები, მოწესრიგდება გადასახედი ვერანდები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზედა და ქვედა ტერასებს. დაემატება ახალი ატრაქციონი. სარეაბილიტაციო სამუსაოების დასრულება პირველ ივნისამდე იგეგმება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 394 000 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google