საზოგადოება
იორმუღანლოში მეთორმეტეკლასელი გოგონა მამიდაშვილმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანოს თემის სოფელ ქეშალოში მეთორმეტეკლასელი გოგონა მამიდაშვილმა საკუთარი სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, რა დროსაც გოგონა მარტო იმყოფებოდა.
ის სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს და სახლში დააბრუნეს, ბიჭი კი დააკავეს.

"ჩემი და აზერაბიჯანში წავიდა ახლობლის დაკრძალვაზე, სახლში მხოლოდ გოგონა იმყოფებოდა, მამამისი გარდაცვლილია. ბიჭი 28 წლისაა და სოფელ თულარში ცხოვრობს. ჩემს დიშვილს არ უყვარდა, ამბობდა თავს მოვიკლავ და მაგას არ გავყვებიო,"- განუცხადა speqtri.ge-ს გოგონას ბიძამ ნამიქ ხოჯაევმა.

მომხდარ ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.


| Print |
FaceBook Twitter Google