საზოგადოება
მოსახლეობის 62%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი - NDI
NDI-ს დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 62%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი, 9% არასწორად ასახელებს მაჟორიტარის ვინაობას, 28%-ის პასუხი კი ზუსტია.


მაჟორიტართა ვინაობა ყველაზე ნაკლებად 18-34 წლის ასაკის მოქალაქეებმა იციან.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.




| Print |
FaceBook Twitter Google