საზოგადოება
რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ორი მილიარდი დაიხარჯება
პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით ორ მილიარდი ლარი დაიხარჯება.


ამის შესახებ მან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გასული წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა.
„ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებში და პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ჩვენ ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით ჩვენ 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს ის შეადგენს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს,“ — განაცხადა მან.



| Print |
FaceBook Twitter Google