საზოგადოება
თელავში აეროპორტმა "მიმინომ“ შესაძლოა უახლოეს მომავალში შიდა ფრენები განახორციელოს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში სასწავლო აეროდრომმა "მიმინომ“ შესაძლოა უახლოეს მომავალში შიდა ფრენები განახორციელოს.
“თელავში არსებულ სასწავლო აეროდრომ „მიმინოზე“ შიდა ფრენების განსახორციელებლად მოლაპარაკებები ერთ-ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ," – განაცხადა კახეთის გუბერნატორა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, თელავის აეროპორტი "მიმინო," სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ ამჟამად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა.


| Print |
FaceBook Twitter Google