საზოგადოება
საჯარო სკოლებში ანონიმური ყუთები განთავსდება
საჯარო სკოლებში ყველა სართულზე ე.წ. ანონიმური ყუთები განთავსდება. მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს და სკოლაში დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ, სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარმოადგინონ.



სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება ყუთები ყოველდღიურად შეამოწმოს. წერილში აღნიშნული საკითხები კი მანდატურს, ან უფლებამოსილ პირს გადასცეს.
„მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან წერილების გაცნობის შემდგომ, წერილში იდენტიფიცირებული პრობლემის შესახებ უზრუნველყონ მრჩეველთა საბჭოს ინფორმირება. სკოლის დირექცია/მრჩეველთა საბჭო ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ პრობლემის გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან ანონიმური წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ელექტრონული (დასკანერებული) ფორმით შეინახონ მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმით შენახულ დოკუმენტს აქვს მისი დედანის თანაბარი იურიდიული ძალა”, – წერია შესაბამის დოკუმენტში.


| Print |
FaceBook Twitter Google